ჩვენ ვქმნით თქვენს კომფორტს

მომსახურება

ჩვენი ექსპერტთა ჯგუფის მიზანია, კლიენტს შევუქმნათ კომფორტი დაკვეთის ყველა ეტაპზე.
ჩვენი გუნდი გაგიწევთ როგორც პროფესიულ კონსულტაციას დაგეგმის ყველა ეტაპზე, აგრეთვე შეასრულებს სამუშაოს ხარისხიანად, დათქმულ დროში. სამუშაოები მოიცავს 4 ეტაპს:

დაპროექტება:

მაგის დამპროექტებლები კლიენტის სურვილის გათვალისწინებით, აწყობენ პროექტის ნახაზს ელექტრონულად Archicad-ში. ჩვენი ექსპერტები გირჩევენ, რომ პროექტის სიდიდის მიხედვით, აუცილებლად გქონდეთ ნახაზი, რათა ყოველთვის ზუსტად იცოდეთ, სად და რომელი მილი გადის კედლებისა თუ იატაკის მიღმა. დაპროექტებისას, ვითვალისწინებთ შენობის ყველა თავისებურებას (წყალგაყვანილობის სისტემა, რემონტი და ა.შ.)

მასალის შერჩევა და შესყიდვა:

ჩვენი მიზანია, ავარიდოთ კლიენტს დამატებითი ხარჯი. ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე გთავაზობთ საუკეთესო ღირებულებას შერჩეული ტექნიკისთვის. კლიენტთან ერთად ვარჩევთ, მისი საჭიროების მიხედვით, ტექნიკას. შესაძლებელია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენა, აგრეთვე იმპორტირება იტალიიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან. ტექნიკის შესყიდვისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხის შეთავაზება. ჩვენს მიერ დამონტაჟებული ტექნიკა გესამხურებათ ხანგრძლივად და უხარვეზოდ.

სამუშაო პროცესი:

შენობაში გაყვანილობის სისტემის მოწყობის პერიოდის დასასრულს, უკვე ადგილზე გვაქვს იმპორტირებული ტექნიკა, რაც იმის გარანტია, რომ სამუშაოები გონივრულ ვადაში დაასრულოს ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა. ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალთა გუნდი ერგება ისეთ პროცესებს, როგორებიცაა მიმდინარე რემონტი და ა.შ.
„მაგიმ“ უკვე უამრავ კერძო პირს გაუწია მომსახურება. ჩვენი გამოცდილება ითვლის აგრეთვე ისეთ დიდ პროექტებს, როგორებიცაა: კორპუსები, ბიზნეს-ცენტრი, საავადმყოფო, უნივერსიტეტი და ა.შ. ამ პერიოდში, მიმდინარე სარემონეტო სამუშაოების თუ შენობის თავისებურების გათვალისწინებით, სწრაფად და ეფექტურად ვასრულებთ პროექტს.

ჩართვა-გაშვების სამუშაო:

ნამუშევარის დასკვნითი ნაწილი მოიცავს ნამუშევარის სატესტო რეჟიმში ჩართვას. სპეციალური ხელსაწყოებით, ვამოწმებთ სისტემის ხარვეზიანობას, მაგ: გათბობას ვამოწმებთ ლაზერული თბომზომით, ვენტილაციის სისტემის გამართულობას - ჰაერის ნაკადის მოდინების სისწრაფისა და ტემპერატურის მზომით.
ბოლოს, კლიენტთან ერთად ვრთავთ სისტემას, ვაძლევთ ტექნიკით სწორად სარგებლობის ინსტრუქციას.
ჩვენი საქმიანობის შედგია, რომ კლიენტებს ვემსახურებით მათ ყოველ ახალ პროექტზე და გვიხარია მათი წარმატება!